PSKR> 1-2 вот таких
PSKR>
Судя по вот этим ссылкам - один.
Army
ახალი კატარღა სანაპირო დაცვისთვის
July 28th, 16:28
11 წლისთავს სანაპირო დაცვა ახალი თურქული სწრაფმავალი საპატრულო კატარღა KAAN20-ით შეხვდა
შარშანდელი აგვისტოს ომის დროს რუსეთის 45-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო პოლკის დივერსიულმა ჯგუფმა ფოთის სამხედრო პორტში პირსებთან ააფეთქა და ჩაძირა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და შსს-ს სანაპირო დაცვის რამდენიმე კატარღა (მათ შორის «თბილისი», «დიოსკურია», «აიეტი», «წყალტუბო»).
მოხერხდა იმ მომენტისთვის ყველაზე თანამედროვე კატარღის, «სოხუმის», გადარჩენა და მან ბათუმს შეაფარა თავი. 25 ივლისს სანაპირო დაცვამ არსებობის 11 წელი აღნიშნა, თანაც ახალი კატარღით - P- 108-ით.
P-108, ისევე, როგორც «სოხუმი», თურქეთშია დამზადებული თანამედროდე ტექნოლოგიებით. «სოხუმი» KAAN33-ის კლასისაა. P-108 KAAN-20-ის პროექტის მიხედვითაა დამზადებული.
მისი წყალწყვა 21 ტონას აღწევს. სიგრძით 22,5 მ-ია, სიგანით - 4,7 მ, ხოლო წყალმჯდომარეობა - 1,3 მ-ია.
P-108-ის მთავარი უპირატესობა დიდი სიჩქარეა - 60 კვანძზე მეტი, რაც დაახლოებით 100კმ/სთ-მდეა.
ასეთი დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას კატარღაზე დაყენებული ორი მძლავრი დიზელის ძრავა იძლევა. თითოეულის სიმძლავრე 1200 Oცხ.ძ.-ზე მეტია. P-108-ს 5-კაციანი ეკიპაჟი ჰყავს. საწვავის მარაგი საშუალებას აძლევს, 300 მილი გაცუროს ან 2 დღე-ღამე იყოს მორიგეობაზე. 60 კვანძზე მეტი სიჩქარით მცურავ სანაპირო დაცვის ამ კატარღას მეტი შანსი აქვს, დაეწიოს და გზა გადაუჭრას იმ გემებსა და კატარღებს, რომელთა კაპიტნები არღვევენ საქართველოს სახელმწიფო კანონს და უნებართვოდ შედიან ნაოსნობისაგან დახურულ აფხაზეთის სანაპირო წყლებში.
საჭიროების შემთხვევაში P-108-ს შესაბამისი პასუხის გაცემაც შეუძლია ტერიტორიული წყლების დამრღვევებისთვის. მასზე დისტანციურად მართვადი სტაბილიზებული საიარაღო მოდულიც მონტაჟდება, რომელშიც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის დაყენება შეიძლება.
На всякий случай брошу текст целиком, а то с товарищи грузины хозяева своего слова - хотят дадут, хотят возьмут обратно, хотят переиначат его со страшной силой.
Катер - KAAN-20:
http://www2.ssm.gov.tr/katalog2007/data/430/firmaeng.html
Length (LOA) : 22,55m
Beam, Max : 4,76m
Draught : 1,30m
Max Speed : 60+ knots
Propulsion : Diesel, MTU 2x1100 kW
Drive Sysytem : Twin Disc ASD or Water jet
Range (miles) : 300+
Displacement (tonne) : 36
Crew + (Passanger) : 4 + 10
Fuel Capacity : 4500 lt
Fresh Water Capacity : 500 lt
Endurance (Day) : 2 days
ВОпрос - а чем грузинские скорлупки вооруженны?